“პერსონა: სოლის” მოკლემეტრაჟიანი ფილმი “4: სუფთა კუნძული” არის მთავარ პერსონაჟზე, სახელად ნეზიზე (სოლი), რომელიც ოცნებობს ემიგრაციაში წასვლაზე მსოფლიოში ყველაზე სუფთა ადგილას, “სუფთა კუნძულზე”. იმისთვის, რომ კუნძულზე საიმიგრაციო გამშვები პუნქტი გაიაროს, ნეზიმ ცოდვა უნდა აღიაროს. მისი ცოდვა მოიცავს განსაკუთრებული ღორის ამბავს. ეს მოთხრობა წარმოგიდგენთ მაყურებელთათვის განკუთვნილ შესანიშნავ ჩანახატს, რათა დააფასონ სოლის ღრმა და ემოციური შესრულება. ...
შეყვარებულის საუკეთესო მეგობრის, პერტისგან დაორსულების შემდეგ აისი თავს მოიკლავს. ის პერტზე სანადიროდ დაბრუნდება, მანამ, სანამ თანი ცდილობს გაიგოს თუ ვინ მიიყვანა მისი შეყვარებული თვითმკვლელობამდე, რათა შემდეგ შური იძიოს. ...
ტრევის მადოქსი ღამეს მიწისქვეშა ბოქსის მატჩებზე ატარებს, დღისით კი კოლეჯის გულთამპყრობელია. პირველკურსელ ებისგან უარყოფა ტრევისს გააკვირვებს და ის მარტივ სანაძლეოს შესთავაზებს. თუ შემდეგ ბრძოლას წააგებს ერთი თვეს სექსის გარეშე გაატარებს. თუ მოიგებს ები ამავე დროის მანძილზე მის ბინაში იცხოვრებს. ...
26 წლის ჰანაგაკი ტაკემიჩის ცხოვრება საშინელებაა. ერთ დღესაც ახალი ამბებიდან გაიგებს, რომ ტაჩიბანა ჰინატა, საშუალო სკოლის პერიოდში მისი პირველი სიყვარული, და ჰინატას უმცროსი ძმა, ტაჩიბანა ნაოტო ტოკიო მანჯის ბანდამ მოკლა. მეორე დღეს ტაკემიჩის მეტროს პლატფორმიდან ხელს კრავენ და ლიანდაგზე აგდებენ, ამ მომენტში კი ის 10 წლის წინანდელ წარსულში ბრუნდება. იქ ტაჩიბანა ნაოტოს ეტყვის, რომ მას […]
ნეილ ბენეტი მექსიკაში თავის დასთან და დისშვილებთან ერთად ატარებს შვებულებას. თუმცა ერთ დღეს ოჯახი ცუდ ამბავს გაიგებს, რის გამოც უკან დაბრუნება მოუწევთ. მაგრამ ნილი პასპორტის დაკარგას მოიმიზეზებს და ისევ მექსიკაში დარჩება. ...
ფილმი მოგვითხრობს იდუმალ, ეროტიკულ და შემზარავ სიყვარულის ისტორიას პუერტო რიკოს წამყვანი უნივერსიტეტის მწერალ/პროფესორსა და ჩინელ ემიგრანტ ხელოვანს შორის. ...
ფილმი მოგვითხრობს ქალის შესახებ, სახელად დინა, რომელიც ვალებში ჩავარდნილია და იძულებულია, იმუშაოს არალეგალურ სესხის კომპანიაში. იგი ნუგეშს ეძებს ძილისპირულ საუბრებში რამასთან, ქარიზმატულ უცნობთან, გაცნობის საიტზე, თუმცა იდუმალ სიკვდილთა სერია მათ ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს. ...
ახალგაზრდა წარმატებული მსახიობის ცხოვრება თავდაყირა დგება, როცა “ბელინდას” კომერციულ გადაღებებს დასთანხმდება და მისი პერსონაჟის ცხოვრება რეალობად იქცევა. ...
იონ მინი და მი იონი კოლეჯის დასრულების შემდეგ ქორწინდებიან. თაფლობის თვის შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილის ურთიერთობა იცვლება და ხშირად ჩხუბობენ. ერთ დღეს, როდესაც მი იონი მკაფეში ქმარს ელოდება, ყოფილ უფროსს შემთხვევით შეხვდება, რასაც იონმინი დაინახავს და ყველაფერს სხვანაირად გაიგებს. ქორწინების გადარჩენის მცდელობაში წყვილი თანდათან ხვდება თუ რა არის ნამდვილი სიყვარული. ...
ქემი და ვანი, ორი ახალგაზრდა ჩაჩოენსაოდან მისიაზე ,,მანსუანში” მიდის , რათა სიმართლე გამოააშკარაოს. ,,მანსუანი” სიამის ყველაზე დიდებული და მისტიკური გასართობი კლუბია. კულისებში ხალხი იკრიბება,რათა მეფე რამი მესამის მმართველობის ბოლოს სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმონ ...
ვური 33 წლის მარტოხელა მამაკაცია. ის ახალბედა რეპორტიორია და სექსის შესახებ რუბრიკას წერს, თუმცა რომანისტ მწერლად გახდომა სურს. ვურის მარტოობა ძალიან სძულს, მაგრამ რომანტიკული ურთიერთობების არაფერი გაეგება. ჯაიონი 29 წლის მარტოხელა ქალია. იგი ძალიან გაბედული ადამიანია. ჯაიონის მიზანი ჩამოყალიბებული 30 წლის ქალად გახდომაა, მაგრამ მან ცხოვრებაში ბევრი წარუმატებლობა განიცადა და ვალებშია ჩაფლული. შეყვარებული გაცნობიდან ერთ […]
ცოტა ხნის წინ კიმ აიონმა მუშაობა იუნის კაფეში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იუნის ხუმრობები ნერვებს უშლის, მალევე მიხვდება, რომ მის მიმართ გრძნობები უვითარდებოდა. თუმცა, იუნმა ახლახან ტოქსიკური ურთიერთობა დაასრულა. ექნებათ თუ არა მათ იმის გამბედაობა, რომ ერთმანეთის მიმართ არსებული გრძნობები გაამხილონ?! ...
განჯინის ყოველდღიური ცხოვრება უიმედო და ბნელია. თუმცა ერთ დღეს ფულით სავსე კონვერტს გადააწყდება, რომელიც მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ამ ფულის გამოყენებით იგი სკოლაში პირველ ადგილს იკავებს და ძალაუფლებას მოიპოვებს. ...
Hint: The password should be at least eight characters long. To make it stronger, use upper and lower case letters, numbers, and symbols like ! " ? $ % ^ & ).
რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით geosub.ge-ის პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას