- ფლეიერი
კომედიური დრამა, „თანამედროვე ფერმერი“ მოგვითხრობს წარუმატებელ მუსიკოსთა ჯგუფის ისტორიას. ნიჭიერი ახალგაზრდა ლი მინ კი და მისი საუკეთესო მეგობარი ჰან კი ჯუნი, ქმნიან მუსიკალურ ბენდს, რომელსაც კიდევ რამდენიმე წევრი უერთდება. ბიჭები დიდ სცენასა და ვარსკვლავურ პოპულარობაზე ოცნებობენ, თუმცა რეალობა სავსეა იმედგაცრუებებით. მიუხედავად მცდელობისა, მუსიკალური კარიერა ვერ ააწყეს და საბოლოოდ იძულებულნი ხდებიან, ახალი გზა აირჩიონ. გადაწყვეტენ თანამედროვე ფერმერობას მიჰყონ ხელი, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სფერო მომგებიანია და მათ ფინანსურ წარმატებას მოუტანს. თუმცა ფერმერული ცხოვრება, არც ისე მარტივი აღმოჩნდება, გმირებს უამრავი სირთულე, მოულოდნელი გამოწვევა და კომიკური სიტუაცია ელოდებათ.